პაატა მანჯგალაძე - ფეხბურთელების მხრიდან მადლობის გადახდა ბუნებრივად მივიღე, როცა კარგი საქმის გამო საჩუქარს გაძლევენ, მადლობა ზრდილობის საკითხია
ფეხბურთელების მხრიდან მადლობის გადახდა ბუნებრივად მივიღე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როცა კარგი საქმის გამო საჩუქარს გაძლევენ, მადლობა ზრდილობის საკითხია.
„არ ვფიქრობ, რომ ამით რაიმე შეიცვალა, ან კავშირშია ბიჭების შეფასებებთან, ან მომავალში პოლიტიკურ გემოვნებასთან. ეს ყიდვისთვის გადახდილი თანხა არ არის, ეს არის საჩუქარი იმისთვის, რომ მათ საქართველო ასახელეს. ყველას თავისი სიმართლის სტანდარტი აქვს. გამოთქმა არსებობს – სადაც ფული ლაპარაკობს, იქ სიმართლე დუმს. აქ ეს შემთხვევა არ არის, ეს არის შემთხვევა, როცა ბიჭებს ქვეყნის გახარებისთვის საჩუქარი გადაეცათ. ბიძინა ივანიშვილისთვის არაფერია, „არემჯი გოლდიდან“ ასი მილიონი შესდის – გამოვართვათ და კარგი საქმეები გავაგრძელოთ“, – აღნიშნა მანჯალაძემ.