პაატა მანჯგალაძე - ევროპის კარი ღიაა და მთავარია, ამ ღია კარში საქართველოს ხელისუფლებამ ფეხი შედგას
პაატა მანჯგალაძე - ევროპის კარი ღიაა და მთავარია, ამ ღია კარში საქართველოს ხელისუფლებამ ფეხი შედგას

ევროპა თავის პოზიციაზეა, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ, ეს ხაზი ყველა გზავნილს გასდევს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის კარი ღიაა და მთავარია, ამ ღია კარში საქართველოს ხელისუფლებამ ფეხი შედგას, რაც იმ რეფორმების გატარებას ნიშნავს, რასაც ითხოვენ.

„კარგი იქნებოდა, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში პრორუსული ნარატივებით და რუსეთთან დაახლოებული დღის წესრიგით კი არ ჩასულიყო, არამედ ევროპელ ლიდერებთან შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებით მისულიყო. ასე რომ ჩასულიყო, ევროპულ გზავნილებს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი შეხვდებოდა, მაგრამ ჩვენთან რა ხდება? გაუთავებელი პროპაგანდა, რომ დასავლეთს ომი უნდა, გარყვნილია, საქართველოს განადგურებით ემუქრება. ეს როგორ არის თავსებადი ერთმანეთთან – იქ სხვას ლაპარაკობს და აქ ადამიანებს ტვინს ვურეცხავთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.