პაატა მანჯგალაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპა მხარს უჭერს საქართველოს, ევროპელებს აქვთ მარტივი გზავნილი, თუ გინდათ ევროპა, ევროპული მოქცევა ისწავლეთო
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპა მხარს უჭერს საქართველოს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსი ძალიან არეულია და არ იციან, რა თქვან.
„ძალიან მაღალი მხარდაჭერა იყო, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“, ირაკლი კობახიძემ ცინიკურად განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭო გაგვახსენაო. თალაკვაძე საუბრობდა, ევროპარლამენტმა ევროპას უღალატაო. ძალიან აჭრილი და არეულია „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსი და არ იციან, ამ ყველაფერზე რა თქვან. ევროპელებს აქვთ მარტივი გზავნილი – თუ გინდათ ევროპა, ევროპული მოქცევა ისწავლეთ. ითხოვენ ჩვენგან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმის გამო, რომ ვიღაცას არ მოსწონს, არ იყოს მოკლული საპატიმროში და ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაზე არაფორმალურად ფლობს გავლენებს, იყოს სანქცირებული. ამ განცხადებებით, რასაც ვისმენთ „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან, სამწუხაროდ, ზეზვა და მზია უფრო ევროპელები გამოდიან, ვიდრე კობახიძე და თალაკვაძე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.