პაატა მანჯგალაძე - ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს და ამ კითხვებს ხვალ დავუსვამ პრემიერს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დასწრებას აპირებს.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს კითხვებს დაუსვამს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
„ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე შესვლას ვაპირებ, რადგან ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს და ამ კითხვებს მას დავუსვამ. საქართველოსთვის პოლიტიკურად ევროკავშირი იმდენად მგძნობიარე საკითხია, რომ ეს ბოიკოტზე მაღლა დგას. ამიტომ 12 პუნქტის შესრულებაზე არანაირი ბოიკოტი არ უნდა გავრცელდეს“, – განუცხადა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს.
24 მარტს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.