პაატა მანჯგალაძე - ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომა იმ პასუხისმგებლობას ვერ მოხსნის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს უკავშირდება
ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომა იმ პასუხისმგებლობას ვერ მოხსნის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს უკავშირდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ყოველდღე იმდენი ადამიანი იღუპება, რომ სპორტის სასახლეს გაავსებდა. თქვენ იცით, სამწუხაროდ, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მოწინავეა და ეკატერინე ტიკარაძე სადაც უნდა წავიდეს, ეს პასუხისმგებლობა ყველგან გაჰყვება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა.