პაატა მანჯგალაძე - არსებობს სამი ტიპის გარეჯი, ერთი ჩვენს იურისდიქციაშია, მეორეზე ჯერ ვერ დასტურდება, რომ ჩვენია და მესამე, რომელიც ოფიციალურად მოქცეულია აზერბაიჯანის მხარეს
პაატა მანჯგალაძე - არსებობს სამი ტიპის გარეჯი, ერთი ჩვენს იურისდიქციაშია, მეორეზე ჯერ ვერ დასტურდება, რომ ჩვენია და მესამე, რომელიც ოფიციალურად მოქცეულია აზერბაიჯანის მხარეს

ფაქტობრივი, სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა ბევრი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეა მოქცეული, მათ შორის იურიდიულადაც, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმე სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებასა და დიალოგს საჭიროებს.

„არსებობს სამი ტიპის გარეჯი, ერთი რაც ჩვენს იურისდიქციაშია, მეორე რაც არის სადავო და ჯერჯერობით ვერ დასტურდება, რომ ჩვენია და მესამე, რომელიც ოფიციალურად უკვე მოქცეულია აზერბაიჯანის მხარეს. ამას სჭირდება სწორედ მოლაპარაკება სახელმწიფოებს შორის, დიალოგი, ისტორიული არგუმენტაცია და არა ურაპატრიოტიზმი, მჯიღის ცემა, რომ მთელი საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ჩვენია.”

სამწუხაროა, რომ ჩვენი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, გარეჯის კომპლექსისა და ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი არის სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა პატა მანჯგალაძემ.

არსებობს სამი ტიპის გარეჯი, ერთი რაც ჩვენს იურისდიქციაშია, მეორე სადავო და ჯერ ვერ დასტურდება, რომ ჩვენია და მესამე, რომელიც ოფიციალურად მოქცეულია აზერბაიჯანის მხარეს