პაატა მანჯგალაძე - ჩვენი რწმენის მთავარი არსია, ადამიანმა ჭეშმარიტება ეძებოს და ცხონდეს, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონით ვერც ჭეშმარიტებას იპოვი და ვერც ცხონდები
ჩვენი რწმენის მთავარი არსია, ადამიანმა ჭეშმარიტება ეძებოს და ცხონდეს, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონით ვერც ჭეშმარიტებას იპოვი და ვერც ცხონდები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი ქართული ოცნების წინასაარჩევნო პიარაქციაა.
„ჩვენი რწმენის მთავარი არსია, რომ ადამიანმა ჭეშმარიტება უნდა ეძებოს და ცხონდეს, ამ კანონით ვერც ჭეშმარიტებას იპოვი და ვერც ცხონდები, დანარჩენი, თავის სინდისზე ყველა თავად აგებს პასუხს. კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ, რადგან ეს არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო პიარაქცია და ამ კანონპროექტის მიღებას აღსარების ჩაბარება და ზიარება ურჩევნიათ. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ადამიანის უფლებების ნაწილში გასაგებია, მაგრამ როცა რაღაცის დაცვაზე ვსაუბრობთ, დაცვა არის ის, როცა შვილები იზრდებიან მშობლებთან ერთად და, სამწუხაროდ, საქართველოში ამის რეალობა არ არის“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.