პაატა მანჯგალაძე - ჩიხუახუას და სისულელეებს იმიტომ იძახიან, რომ მერე მე ფინია დავუძახო, იმან - ბულდოგი, „ავჩარკა“, ატყდეს ერთი ამბავი და ხალხი დარჩეს მშიერი, არავისთვის არაფრის დაძახება არ მინდა
ჩიხუახუას და რაღაცა სისულელეებს იმიტომ იძახიან, რომ მერე მე ფინია დავუძახო, იმან – ბულდოგი, „ავჩარკა“, ატყდეს ერთი ამბავი და ხალხი დარჩეს მშიერი, არ მინდა არავისთვის არაფრის დაძახება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ გაიტაცა – პიარში ასე ქვია – „მკვდარი კატის“ სტრატეგიამ, რაღაცას დაახეთქებენ და მერე უნდა გაკეთდეს კომენტარები.
„შალვა პაპუაშვილის ადგილზე საერთოდ გავჩუმდებოდი, კონსტიტუციით არის მეორე პირი ქვეყანაში და ისე შეუცვალეს პრემიერ-მინისტრი, არც იცოდა. დილით ამბობდა, რომ ეს არასერიოზული საკითხი არისო, თქვენი მოგონილიაო. მერე ერთ საათში ყველამ ერთად დაადასტურა, პრემიერ-მინისტრი გადაყენებულიაო. ჩიხუახუაზე ლაპარაკს არ სჯობია, რომ კონსტიტუციით მეორე პირი რომ ხარ და რაღაცა შეგეკითხონ, ზრდილობისთვის მაინც საქმის კურსში ჩაგაყენონ? არაფერს რომ არ გეკითხებიან, ეს უფრო ცუდი და სამარცხვინო არ არის ქვეყნისთვის? აი, მაგალითად, შემრცხვებოდა ისეთი პარლამენტის თავმჯდომარე ვიყო, რომ პრემიერ-მინისტრი გადააყენეს და ამის შესახებ არაფერი ვიცოდე.
„ქართული ოცნება“ გაიტაცა – პიარში ასე ქვია – „მკვდარი კატის“ სტრატეგიამ, რაღაცას დაახეთქებენ და მერე უნდა ვაკეთო კომენტარები. ჩიხუახუებზე კომენტარს არ სჯობია, ვილაპარაკო, როგორ შეიქმნება სამუშაო ადგილები, როგორ დავამარცხებთ სიღარიბეს, როგორ დავაბრუნებთ ემიგრანტებს, როგორ არ ივლიან ბავშვები სკოლაში მშიერი. მე ამაზე მირჩევნია დისკუსია. ჩიხუახუასა და რაღაცა სისულელეებს იმიტომ იძახიან, რომ მერე მე ფინია დავუძახო, იმან – ბულდოგი, „ავჩარკა“, ატყდეს ერთი ამბავი და ხალხი დარჩეს მშიერი. არ მინდა არავისთვის არაფრის დაძახება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.