პაატა მანჯგალაძე - არ ვიცი, რა ნამუსით აკრიტიკებენ კუბილიუსს, გაჩუმდნენ მაინც, როდესაც ასეთ ავტორიტეტებზეა საუბარი
პაატა მანჯგალაძე - არ ვიცი, რა ნამუსით აკრიტიკებენ კუბილიუსს, გაჩუმდნენ მაინც, როდესაც ასეთ ავტორიტეტებზეა საუბარი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განაცხადებით, არ ესმის, რა ნამუსით აკრიტიკებენ უმრავლეოსობის წევრები ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს.

მისივე თქმით, ანდრეუს კუბილიუსი ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდამჭერია.

„კიდევ ერთხელ, პატივისცემა კუბილიუსს. ადამიანი ეროვნული მოძრაობიდან მოდის, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი იყო, საქართველოს ლობისტი და მხარდამჭერია ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მართლა არ ვიცი, რა ნამუსით აკრიტიკებენ, მაგალითად, ზარქუა და ვოლსკი, რომელიც ცეკა-ს ინსტრუქტორი იყო იმ დროს, როცა კუბილიუსი მოძრაობის ლიდერი იყო. სირცხვილია, ერთ მხარეს აიღო ვოლსკი, ზარქუა და მეორე მხარეს – კუბილიუსი. გაჩუმდნენ მაინც, როდესაც ასეთ ავტორიტეტებზეა საუბარი.

მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ხელს უშლის იმას, რომ ევროპული დემოკრატიის სტანდარტი არ არის ოპონენტის მოკვლა და განადგურება. ყირგიზეთშიც კი მიხვდნენ და ყოფილი პრეზიდენტი უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვეს. ჩვენ რა გვჭირს, დასავლეთი და ევროპა რომ უნდა გაგვეკვირვებინა დემოკრატიით, რატომ მიგვყავს სააკაშვილი სიკვდილის პირას. არ არსებობს მსოფლიოში ინსტიტუცია, რომელიც არ გეუბნებოდეს, არ გირჩევდეს, რომ არ მოკლა პრეზიდენტი და ვერ ვხსნი, შენ მაინც ჯიუტად გინდოდეს, ინტერესი გქონდეს ადამიანის მოკვდინების. თავისუფლებაში მყოფმა სააკაშვილმა ცხრა წლის განმავლობაში იმდენი რა რეპუტაციული ზიანი მოუტანა „ქართულ ოცნებას“, რასაც ახლა იღებენ სააკაშვილის ავადმყოფობით. ესენი პრაგმატული ხალხი მეგონენ, მაგრამ, როგორც ჩანს, არც პრაგმატულები არიან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მკაფიო გზავნილები აქვთ: „ჩვენ მკაფიო გზავნილი გვაქვს „ქართული ოცნებისთვის“, ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.