პაატა მანჯგალაძე - არ გამოვრიცხავ, ვიღაცას სურვილი ჰქონდეს, სააკაშვილის ჯანმრთელობა იმ დონემდე დაზიანდეს, რომ ქმედითუუნარო გახდეს, ანუ გადააქციონ მცენარის მდგომარეობაში
პაატა მანჯგალაძე - არ გამოვრიცხავ, ვიღაცას სურვილი ჰქონდეს, სააკაშვილის ჯანმრთელობა იმ დონემდე დაზიანდეს, რომ ქმედითუუნარო გახდეს, ანუ გადააქციონ მცენარის მდგომარეობაში

არ გამოვრიცხავ, ვიღაცას სურვილი ჰქონდეს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაზიანდეს იმ დონემდე, რომ ქმედითუუნარო გახდეს, ანუ გადააქციონ მცენარის მდგომარეობაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რათა ის ნელ-ნელა პოლიტიკური სივრციდან გაიყვანონ.

„არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებაში, ასევე ქვეყნის გარეთ, გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ ინტერესი, სააკაშვილი პოლიტიკურად განეიტრალებული იყოს. ამიტომ ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანებიდან ან რუსული გავლენის გაძლიერებიდან გამომდინარე, უნდათ, მიხეილ სააკაშვილი იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. სწორედ ამას ვუკავშირებ, რომ მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, რასაც თავად მას აბრალებენ, თითქოს ადამიანმა თვითმკვლელობა განიზრახა, ღარიბაშვილმა კი ღმერთის ნების აღსრულებას მიანდო ყველაფერი. ეს არის ფარისევლობა. მიხეილ სააკაშვილი, მაღალი ალბათობით, არის მოწამლული, როგორც საუბრობს ამერიკული ლაბორატორია ერთ-ერთ დასკვნაში. ეს მაფიქრებინებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რათა ტყვიის გარეშე, ნელ-ნელა მისი პოლიტიკური სივრციდან გაყვანა მოხდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროპარლამენტის დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ, რასაც ვსაუბრობ, სწორედ ასეთი ვარაუდები აქვთ ჩვენს პარტნიორებს – სამართალთან და სასამართლო პროცესთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმესთან, სადაც მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ოპონენტის განეიტრალება. განეიტრალებაში არ ვგულისხმობ მხოლოდ გარდაცვალებას. არ გამოვრიცხავ, ვიღაცას სურვილი ჰქონდეს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაზიანდეს იმ დონემდე, რომ ქმედითუუნარო გახდეს, ანუ გადააქციონ მცენარის მდგომარეობაში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.