პაატა მანჯგალაძე - ახალგაზრდებს არ აინტერესებთ, გარეთ რომელი პარტიაა გამოსული, ისინი აქციაზე ქვეყნის სიყვარულით არიან
პაატა მანჯგალაძე - ახალგაზრდებს არ აინტერესებთ, გარეთ რომელი პარტიაა გამოსული, ისინი აქციაზე ქვეყნის სიყვარულით არიან

ახალგაზრდები აქციაზე საქართველოს სიყვარულმა მოიყვანა, მათ ზუსტად იციან, რომ რუსული კანონი ქვეყანას ისე უხერგავს გზას, როგორც გუშინ პარლამენტის ერთ-ერთი გამოსასვლელი იყო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს.

„ახალგაზრდებს არ აინტერესებთ, გარეთ რომელი პარტიაა გამოსული, ისინი აქციაზე ქვეყნის სიყვარულით არიან. მეამაყება, რომ ასეთი თაობა გვყავს. როცა რობოკოპებმა ბევრი ადამიანი სცემეს, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი, ხაბეიშვილის ძვლები არაფერი ღირს, შუშა არის და შუშაა ღირებულება? არანაირი დაძაბულობა არ გვინდა და ამ ყველაფერს მოეშვან. ჰგონიათ, ხალხი რაიონში წავა და რას ფიქრობენ, ვერ დავბრუნდებით? თურმე ამათი ამოცანა ყოფილა ქართველი ხალხის დაღლა, და არ დავიღლებით“, – განაცხადა მანჯგალაძემ.