პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ყველაზე დემოკრატიული მექანიზმი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიების სიაში წევრთა რიგითობა პრაიმერიზის საშუალებით გაირკვევა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ყველაზე დემოკრატიული მექანიზმი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიების სიაში წევრთა რიგითობა პრაიმერიზის საშუალებით გაირკვევა.
მისივე თქმით, სიის განაწილების მექანიზმი პრიორიტეტი, მთავარი საკითხია გაერთიანება იდეების, პრინციპებისა და საერთო გადაწყვეტილებების გარშემო.
„საუბარია ყველაზე დემოკრატიულ მექანიზმზე, რომ ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული მეთოდის შესაბამისად, ჩატარდეს შიდა არჩევნები მხარდამჭერებში და არჩევნებმა განსაზღვროს სიაში ადამიანების რიგითობა. ერთ-ერთ მეთოდად განვიხილავთ ამ მექანიზმს, მაგრამ სია არ არის პრიორიტეტი, ეს არის ბოლო საკითხი. სახელისუფლებო მედია აქტიურად მეკითხება ამაზე, რომ ხალხში გაჩნდეს განცდა, თითქოს, ჩვენ არ გვაინტერესებს ევროპაში ინტეგრაცია და მთავარი საკითხია სია. არ არის სიის განაწილების მექანიზმი ჩვენთვის პრიორიტეტი. მთავარი საკითხი არის გაერთიანება იდეების, პრინციპების და საერთო გადაწყვეტილებების გარშემო“, – აცხადებს მანჯგალაძე.