პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა. პარლამენტში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, ინფლაციას, რეფინანსირების განაკვეთს, საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობას. ასევე, განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე საკითხები.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.