პაატა კვიჟინაძე - ღია ბიუჯეტის ინდექსში სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში საქართველომ პირველი ადგილი უკვე მეორედ დაიკავა, რაც სასიხარულოა, ამაში დიდი წვლილი აქვთ მთავრობას და პარლამენტს
ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში საქართველომ პირველი ადგილი უკვე მეორედ მიიღო, რაც სასიხარულოა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
კვიჟინაძის თქმით, ამაში დიდი წვლილი აქვს როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს.
„ეს არ არის მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, ეს არის კონკრეტული საქმიანობა, ეს დიდი შრომის შედეგია. მიხარია, რომ პარლამენტის თვალსაზრისით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს აქვს თავისი როლი. ეს შედეგი ადასტურებს, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა“, – აღნიშნა კვიჟინაძემ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის კვლავ პირველ ადგილს იკავებს.