საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება.
ამის შესახებ დეპუტატმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ვარ მაჟორიტარი, თუმცა მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციურ მოდელს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიულ განვითარებას. მიუხედავად ამისა, მე ვრჩები უმრავლესობაში“, – აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატი.
პაატა კვიჟინაძე ფრაქცია „კონსერვატორებს“ წარმოადგენს, რომლის სამმა წევრმაც გუშინ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.
კერძოდ, უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს ზვიად ძიძიგურმა, ნინო გუგუაძემ და გიგა ბუკიამ.