პაატა იმნაძე - ფულით ინფიცირებაზე მეცნიერული მტკიცებულებები არ გვაქვს, თუმცა ყველა ნივთი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, შეიძლება იყოს ინფექციის წყარო
ფულით კორონავირუსის გავრცელების ჰიპოთეზა განიხილებოდა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს, თუმცა ამის მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, ისევე, როგორც ყველა სხვა ნივთი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, ფულიც შეიძლება იყოს ინფექციის წყარო.
„ეს ჰიპოთეზა განიხილებოდა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს. ამის მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ჰიპოთეზაც მუშავდება ჩვენს მიერ, როდესაც ამ კლასტერების გამოკვლევაზე ვმუშაობთ. თუმცა, ჯერჯერობით, მეცნიერული მტკიცებულებები ამის შესახებ არ გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, ფული, ისევე როგორც ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება გადადიოდეს ხელიდან ხელში, შეიძლება იყოს ინფექციის წყარო, თუმცა, მე ისიც ვიცი, რომ ფული როდესაც შედის ბანკში, მას უტარდება სპეციალური დამუშავება, ის მუშავდება სადეზინფექციო აპარატებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.