პაატა იმნაძე - ყაზბეგის რაიონი მესტიისგან იმით განსხვავდება, რომ ძირითადად მაღალი რისკის მქონე პროფესიული ჯგუფია ინფიცირებული
პაატა იმნაძე - ყაზბეგის რაიონი მესტიისგან იმით განსხვავდება, რომ ძირითადად მაღალი რისკის მქონე პროფესიული ჯგუფია ინფიცირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ყაზბეგის რაიონი მესტიისგან იმით განსხვავდება, რომ მაღალი რისკის მქონე პროფესიული ჯგუფია ძირითადად ინფიცირებული.

„ყაზბეგის რაიონში განსხვავება რა არის – მაღალი რისკის მქონე პროფესიული ჯგუფია ძირითადად ინფიცირებული, რომელთაც ყოველდღიურად აქვთ შეხება ზოგჯერ ერთეულ და ზოგჯერ ათეულ ინფიცირებულთან, როდესაც შემოდიან ქვეყანაში. მოგეხსენებათ, 110-ზე მეტი ტრაილერის მძღოლი არის გამოვლენილი ინფიცირებული. მათი უმრავლესობის ტესტირება ხდება საზღვარზე.

გარდა ამისა, უამრავი ჩვენი მოქალაქე ბრუნდება რუსეთიდან, ზაფხულია და მათ შორის არის საკმაოდ ბევრი ინფიცირებული, რომლებიც საკარანტინო ზონებში გადადიან. ყველა ეს ადამიანი გაივლის ამ მესაზღვრეებს, გასაგებია, რომ პროფესიული რისკი მათ აქვთ მაღალი. ამიტომ, ეს არის განსხვავება მესტიასა და ყაზბეგს შორის“, – აცხადებს პაატა იმნაძე.