პაატა იმნაძე - როგორც მეუბნებიან, არის გადაცემები ზოგიერთ არხზე, რომლებიც დამთრგუნველად მოქმედებს ადამიანებზე
პაატა იმნაძე - როგორც მეუბნებიან, არის გადაცემები ზოგიერთ არხზე, რომლებიც დამთრგუნველად მოქმედებს ადამიანებზე

როგორც მეუბნებიან, ზოგიერთ არხზე არის გადაცემები, რომლებიც თრგუნავს ადამიანებს, ეს აქვეითებს იმუნიტეტს და ადამიანები უფრო მოწყვლადი ხდებიან, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„სამწუხაროდ, მედიას ვერ ვადევნებ თვალს, მაგრამ როგორც მეუბნებიან, არის ისეთი გადაცემები ზოგიერთ არხზე, რომლებიც დამთრგუნველად მოქმედებს ადამიანებზე. არის მოდელირება. თქვენ არხს ჰქონდა თავის დროზე ამის ისტორიაც. თრგუნავენ ადამიანებს. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ეს აქვეითებს ადამიანის იმუნიტეტს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „იმედის“ ეთერში.