პაატა იმნაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო არ არის, ხომ შეიძლებოდა პირბადეები კარდაკარის პრინციპით დაერიგებინათ, ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს
პაატა იმნაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო არ არის, ხომ შეიძლებოდა პირბადეები კარდაკარის პრინციპით დაერიგებინათ, ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს

ახლა არ არის პიარისა და ქულების დაწერის დრო,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მოსახლეობისთვის პირბადებიის დარიგებას, რამაც მასობრივი თავყრილობა გამოიწვია.

იმნაძის თქმით, შესაძლებელი იყო პირბადეები, კარდაკარის პრინციპით, რამდენიმე ადამიანს დაერიგებინა.

„ახლა არ არის პიარის დრო და არც ქულების დაწერის, ხომ შეიძლებოდა, ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც ერთ ანორ ადამიანს და არ გამოეწვიათ მოსახლეობის შეკრება. ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს“?!- აღნიშნა პაატა იმნაძემ.