პაატა იმნაძე - მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში, ცოტა ფრთხილად ვიყოთ
მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სიმართლე გითხრათ, ვერ ვადევნებ თვალ-ყურს ვერც მედიას. იმართება რაღაც დისკუსიები. მეჩვენება, რომ უბრალოდ მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში. ჯერ იყო ჩინელებზე იყო რაღაც, ასე ვთქვათ და კიდევ კარგი, რომ მაშინ მედიას სწორი პოზიცია ეკავა, მგონი და იცავდა ჩინელებს უსაფუძვლო თავდასხმებისგან. ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს გაუგებს, სხვადასხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას. ცოტა ფრთხილად ვიყოთ ყველა ამ თემებთან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ეკლესიასთან საბჭოთა პერიოდის მსგავსი მეთოდებით ბრძოლა.
„საკმაოდ ასაკოვანი ვარ, მაგრამ მეც არ მოვსწრებივარ, კომუნისტების პირველ ეტაპზე იყო ასეთი – მებრძოლ ღვთისმგმობთა კავშირი თუ რაღაც. აი, იმ მეთოდებით არ შეიძლება უბრალოდ ეკლესიასთან ბრძოლა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციები ეხება ყველას, როგორც მორწმუნეს, ისე ათეისტს.