პაატა იმნაძე - ჯერჯერობით, მარნეულის რაიონში ვირუსის ფართო გავრცელება არ გვაქვს, რადგან დადებითი შემთხვევები 62 წლის ქალის ახლო ოჯახურ კონტაქტებს უკავშირდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით, მარნეულის რაიონში ვირუსის ფართო გავრცელება არ არის.
მისივე თქმით, მარნულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის დაახლოებით 80 ადამიანი ჰყავთ გამოკვლელული.
იმნაძე ამბობს, რომ ყველა დადებითი შემთხვევა მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის ახლო ოჯახურ კონტაქტებს უკავშირდება.
„ორ მუნიციპალიტეტში ჩვენ დაახლოებით გამოკვლეული გვყავს 80 ადამიანი. საუბარია უკვე დასრულებულ ანალიზებზე. ეს არის როგორც ახლო კონტაქტები, ასევე ნებისმიერი შესაძლო შემთხვევა, რომელიც უნდა იყოს სტანდარტული განსაზღვრების მიხედვით. ჯერჯერობით, მარნეულის რაიონში ვირუსის ფართო გავრცელება არ გვაქვს, რადგან ყველა, ვინც დადებითია, ამ ქალბატონის ახლო ოჯახურ კონტაქტებს უკავშირდება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.