პაატა იმნაძე - დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში, არა მეზობლის ან მეგობრის სახლში
დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში, არა მეზობლის ან მეგობრის სახლში, – ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს ვიდეო გაავრცელა, სადაც ექიმები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ამასთან, რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა ყველას, ვინც ითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, ჩვენი საზოგადოება, საქართველოს სახელმწიფო, ჩვენ, ექიმები დავამარცხებთ ამ ვერაგ დაავადებას. დარჩით სახლში!“, – მიმართავს გამყრელიძე მოსახლეობას.