პაატა იმნაძე - ჩვენი რუსი კოლეგებიც იკვლევენ ღამურებს, იქნებ, ისინი იძლევიან ხუთი ათას დოლარს, ჩვენ ნამდვილად არ ვიძლევით
პაატა იმნაძე - ჩვენი რუსი კოლეგებიც იკვლევენ ღამურებს, იქნებ, ისინი იძლევიან ხუთი ათას დოლარს, ჩვენ ნამდვილად არ ვიძლევით

სატირელი რომ არ იყოს, ძალიან სასაცილო იქნებოდა ნამდვილად, რადგან ღამურების კვლევა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე „კოვიდის“ ისტორიამაც დაადასტურა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

ღამურებს იკვლევს ყველა მთელს მსოფლიოში, ვისაც შეუძლია, რომ ღამურების კვლევები აწარმოოს. აბსურდია. ისეთს იტყვიან ხოლმე, რომ სერიოზულად პასუხის გაცემა მიჭირს ხოლმე ამაზე.

სხვათა შორის, ჩვენი რუსი კოლეგებიც იკვლევენ ღამურებს. იქნებ, ისინი იძლევიან ხუთი ათას დოლარს. ჩვენ ნამდვილად არ ვიძლევით ხუთი ათას დოლარს, რადგან ჩვენ ღამურებს რომ ვიკვლევთ, ბუნებაში ვაბრუნებთ“, – განაცხადა იმნაძემ.

ე.წ. სამხარეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს მოქალაქე სოფლებში, არცევსა და ღრომში იმისთვის გადავიდა, რომ ღამურები დაეჭირა და თითოეული 5000 დოლარად გაეყიდა“.

დე ფაქტო ხელისუფლება ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ღამურების მიმართ ინტერესი 2012 წლიდან გაჩნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში ლუგარის ცენტრი გაიხსნა“.