პაატა იმნაძე - ბოლნისის რაიონში 100 000 მოსახლეზე ჩატარებულია იმდენივე ტესტი, რაც იყო გერმანიაში, რომელიც არის ტესტირების რეკორდსმენი
პაატა იმნაძე - ბოლნისის რაიონში 100 000 მოსახლეზე ჩატარებულია იმდენივე ტესტი, რაც იყო გერმანიაში, რომელიც არის ტესტირების რეკორდსმენი

ბოლნისის რაიონში 100 000 მოსახლეზე ჩატარებულია იმდენივე ტესტი, რაც იყო, მაგალითად, გერმანიაში, რომელიც არის ტესტირების რეკორდსმენი და აქ საუბარია „პისიარ“ ტესტებზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ბოლნისში ბევრს არ სჯეროდა ვირუსის არსებობის, თუმცა დღეს ავადობა 100 000 მოსახლეზე მთელი ქვეყნის მონაცემებთან შედარებით, არის დაახლოებით 200-ჯერ მეტი.

„ძალიან საინტერესოა ტესტირების ციფრები, 100 000 მოსახლეზე, ბოლნისის რაიონში ჩატარებულია იმდენივე ტესტი, რაც იყო, მაგალითად, გერმანიაში, რომელიც არის ტესტირების რეკორდსმენი და ეს არის ლაპარაკი „პისიარ“ ტესტებზე და არა სწრაფ ტესტებზე. დღეს, სამწუხაროდ, ბევრს გაუჩნდა საქარველოში იმის შეგრძნება, რომ არაფერი ხდება ქვეყანაში და რატომ არის ეს ღონისძიებები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაცრი ზომები იყო მიღებული, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ნაწილმა არ დაიჯერა, რომ ეს არის საშიში, იქ მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, რაც მივიღეთ ბოლნისის სოფელში, სადაც ძალიან ცოტა მოსახლეა, მაგრამ ავადობის მაჩვენებელი არის მაღალი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.