პაატა იმნაძე - ბიზნესის ნაწილს შემიძლია, ვუთხრა, შეზღუდვები არ იქნება, მაგრამ რეგულაციებს თუ არ დაიცავს, თავად ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში
პაატა იმნაძე - ბიზნესის ნაწილს შემიძლია, ვუთხრა, შეზღუდვები არ იქნება, მაგრამ რეგულაციებს თუ არ დაიცავს, თავად ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში

ბიზნესის ნაწილს შემიძლია, ვუთხრა, რომ შეზღუდვები არ იქნება, მაგრამ რეგულაციებს თუ არ დაიცავს, თავად ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესმა მომხმარებელს უსაფრთხო გარემო უნდა შეუქმნას.

„ბიზნესის ნაწილს შემიძლია, ვუთხრა, რომ მალე აღარ დასჭირდება შეზღუდვა. ამ შემთხვევაში, შეზღუდვა ის იქნება, რომ ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიას და არსებულ რეგულაციებს, არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესები ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში, რადგან ტურისტი რომ წავა აქედან ინფიცირებული, წარმოიდგინეთ, იმ სასტუმროში, სადაც არ ხდება რეკომენდაციების დაცვა, გამოუშვებს ვინმე ტურისტს?“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.