პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა რამდენიმე საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა რამდენიმე შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს.
„ჯერ არ დადასტურებულა ინდური შტამი, თუმცა მიმდინარეობს რამდენიმე შემთხვევის მოლეკულური კვლევა, ანუ გენური თანმიმდევრობის დადგენა, რომელიც იმედი გვაქვს, ამ კვირის ბოლოს დასრულდება, საკმაოდ შრომატევადი პროცესია“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.