პაატა გურასპაული საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს
ვეტერანი კალათბურთელი პაატა გურასპაული საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს.
პაატა გურასპაულმა ინფორმაცია რადიო პირველ არხს დაუდასტურა და დასძინა, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ოფიციალურ განაცხადს 15 ნოემბერს 13 საათზე წარადგენს.
პაატა გურასპაული შიო ხეცურიანისა და კახა შენგელიას შემდეგ მესამე საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.
პრეზიდენტობის კანდიდატთა განაცხადების მიღება 15 ნოემბერს დაიწყება და 5 დეკემბერს დასრულდება.