პაატა დავითაია - ბლოკში „ძალა ერთობაშია“ ერთიანობას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეუშალა ხელი
ბლოკში „ძალა ერთობაშია“ ერთიანობას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეუშალა ხელი, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას თავისი გზა აქვს და იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთიანი სია არ გააკეთა. ბლოკში „ძალა ერთობაშია“ ერთიანობას ხელი შეუშალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მათ წაიყვანეს „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია. ამიტომაც არის შედეგი. მაშინაც ღიად ვამბობდი. შიგნით ბლოკში ხისტი პოზიცია იყო. მაშინ ხელი არ შემიშლია ერთიანობისთვის. ახლა დადგა შედეგი. არ შემიშლია ხელი არანაირი ქმედებისთვის, რადგან მნშვნელოვანი იყო, ვინმეს რაღაცები არ დაებრალებინა და ბლოკი ერთიანი ყოფილიყო. დღეს ვამბობ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, თუ ხელისუფლების ცვლილება გვინდა. თუ არადა, ყველას თავისი გზა აქვს და იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის“, – განაცხადა დავითაიამ.