პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე პირველი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა
პარლამენტის შენობის წინ, სადაც ორგანიზაციების „ჯიუტის“, „კარისა“ და „ტალღის“ წარმომადგენლები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ საორგანიზაციო შეხვედრას მართავდნენ, პირველი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე.
„მოამბის“ ჟურნალისტი რეზი ხუციშვილი პაატა ბურჭულაძესთან ინტერვიუს ჩაწერას ცდილობდა, რასაც ბურჭულაძის შვილის მხრიდან ჩვენი ჟურნალისტის მისამართით აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.
შუქრი ბურჭულაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური თავდასხმის მცდელობასაც, თუმცა სიტუაცია საბოლოოდ საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად განიმუხტა.