ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, – ამის შესახებ პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს.
ბურჭულაძის მეუღლე საგამოძიებო ორგანოში 1-ელ მარტს 13:00 საათზე დაიბარეს.
„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის 1 მარტს 13:00 საათზე, დაბარებულია ფონდის ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე“, – განუცხადეს პირველ არხს პროკურატურაში.