პაატა ბურჭულაძე - ყველაფერი რუსულია თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?
ყველაფერი რუსულია, თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ? – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტთან არასამთავრობოების მიერ გამართულ აქციაზე განუცხადა.
აქციაზე, სადაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციის წარმომადგენლები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია, დეკლარაცია ყველამ შეავსოს.
„ყველაფერი რუსულია, თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?! ყველამ უნდა შეავსოს დეკლარაცია, აუცილებელია და ყველა არის გამჭვირვალე. ყველა არასამთავრობო არის გამჭვირვალედ შევსებული დეკლარაციებით“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.