პაატა ბაირახტარი - ეროვნული ბანკის დამოკიდებულება, რომელიც გულისხმობს ცალმხრივად ჩარევას ან ჩაურევლობას, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ლარს
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ლარის კურსის ვარდნას ქვეყნის შიდა და გარე ფაქტორებით ხსნის.
„ბევრი საკითხის ერთობლიობა დაემთხვა, რომელმაც ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის არასტაბილურობაზე; ესენი იყო თუნდაც არასწორი მონეტარული პოლიტიკა, ეროვნული ბანკის ჩაურევლობის პოლიტიკა, რიგითი ადამიანების პროვოკაცია, რომელმაც ლამის ჩამოშალა ეკონომიკა, ეგზოგენური ფაქტორები. თუ გავიხსენებთ, პირველად მდგომარეობა თურქეთის ფაქტორის შემდეგ დამძიმდა, როდესაც თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ დათმო პოზიციები. როგორც გვჩვევია, ამას ვუპასუხეთ სრული იგნორით, არ მოხდა არანაირი კომუნიკაცია, არანაირი ბერკეტების გამოყენება”„ – აცხადებს ბაირახტარი.
რაც შეეხება გამოსავალს, ეროვნული ვალუტის კურსის მდგომარეობის გაუმჯობესების გზად ექსპერტი ეროვნული ბანკის ჩარევას ხედავს.
დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემები – ქვეყანაში ნაკლები ვალუტა შემოდის, ჩამორჩენა გვაქვს ორი წელია ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ეროვნული ბანკის არის ეროვნული პასუხისმგებელი ვალუტის კურსზე. ეროვნული ბანკის დამოკიდებულება, რომელიც გულისხმობს ცალმხრივად ჩარევას ან ჩაურევლობის პოლიტიკას, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ლარს“, – განაცხადა ექსპერტმა.