ოზურგეთში ვაქცინაცია 15 მარტს, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში კი 17 მარტს დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ოზურგეთში 600-მდე სამედიცინო მუშაკი აიცრება, ლანჩხუთში -300-მდე, ჩოხატაურში კი 200-მდე.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობა გურიაში ვაქცინას დღეს ჩამოიტანს, თუმცა უშუალოდ ვაქცინაციის პროცესი ორშაბათიდან დაიწყება. აცრები ორშაბათს ოზურგეთის კლინიკა „მედლაფაში“ ჩატარდება. რაც შეეხება ლანჩხუთსა და ჩოხატაურს, ვაქცინაციის პროცესი „მედალფას“ კლინიკებში ოთხშაბათს დაიწყება“, – განაცხადა არჩილ მჟავიამ.