ოზურგეთში თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეს საჩხერის საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ
ოზურგეთში თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეს საჩხერის საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ. ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ოზურგეთში შექმნილი შტაბი ავრცელებს.
ქალბატონი, რომელზეც საუბარია, ოთხი დღის წინ ოზურგეთში იტალიიდან ჩავიდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, იგი ხშირად არღვევდა იზოლაციის წესებს, რის შესახებაც ადგილობრივ ეპიდემიოლოგებს აცნობეს. ვითარებაში პოლიციაც ჩაერია. ცნობილი გახდა, რომ მას საჩხერის საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, გრიბოედოვის ქუჩაზე არსებულ სკვერებსა და პარკებში, რომლებსაც საღამოობით თვითიზოლაციაში მყოფი, იტალიიდან დაბრუნებული ადგილობრივი სტუმრობდა და ვარჯიშობდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.