ოზურგეთში, აგრარული ბაზრისა და შემოსავლების სამსახურის წინ თუთუნის მწარმოებლებმა და რეალიზატორებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე შეუერთდა და პროტესტის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ საგადასახადო უწყების თანამშრომლებმა სარეალიზაციოდ გამოტანილი თუთუნი ჩამოართვეს და უწყებაში დაასაწყობეს. რეალიზატორები კუთვნილი თუთუნის დაბრუნებასა და მის გაყიდვაზე რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვდნენ.
როგორც თამაზ ბაკურაძემ აღნიშნა, ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წავიდა და მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინა. აჭარაში მოყვანილი თუთუნი არ დაიბეგრება და შეფუთვის გარეშე გაიყიდება.
უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ ახლა იმ მიმართულებით იმუშავებენ, რომ აჭარაში მცხოვრებ თუთუნის მწარმოებლებს აჭარის გარეთაც მიეცეთ ხსენებული პროდუქციის რეალიზება.