ოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. გატეხილია შესაწირი ყუთები და წაღებულია თანხა. შემთხვევა ღამით მოხდა.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.