ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 80 წლამდე ასაკის მამაკაცმა საკუთარი და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა და ცხედარი სახლის ეზოში დამარხა, რის შემდეგაც 80 წელს გადაცილებული დის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.