ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა
ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული.
ადმინისტრაციული შენობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ალექსანდრე კალანდიასთან ერთად გახსნა.
„ოზურგეთში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 32 ახალი ადმინისტრაციული შენობა გავხსენით, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობაში შვიდი ბრიგადის განთავსებაა შესაძლებელი. მალე გურიის რეგიონს ახალი რეანომობილიც გადაეცემა. პანდემიის პერიოდში ექიმები წინა ხაზზე არიან და მათ ამ თავდადებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.