ოზურგეთში „ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდებიან
ოზურგეთში „ქართული ოცნების“ რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს. პარტიის ლიდერები დახურულ კარს მიღმა რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდებიან.
ოზურგეთში იმყოფებიან პარტიის გენერალური და აღმასრულებელი მდივნები კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე.
შეხვედრის დაწყებამდე მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საუბარი იქნება პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა დატოვოს მერაბ ჭანუყვაძემ, რომელიც გურიის გუბერნატორი იყო.