ოზურგეთში პატრულის თანამშრომლებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა
ოზურგეთში, რესტორან „არგოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაპირისპირების შედეგად, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფაშია“ გადაყვანილი.
„70 წლამდე ასაკის მამაკაცი გულ-მკერდის არეში ტკივილს უჩივის. იგი მოთავსებულია მიმღებ განყოფილებაში და უტარდება შესაბამისი კვლევები და მკურნალობა“, – აცხადებს „მედალფას“ დირექტორი დავით მდინარაძე.
დაპირისპირების მიზეზი და სხვა დეტალები ჯერ უცნობია.