ოზურგეთში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. ქალი სამ შვილთან ერთად ლესელიძის ქუჩაზე, ნაქირავებ კერძო სახლში დაახლოებით ერთი თვეა, ცხოვრობდა.
მეზობლების განცხადებით, დღეს დილით ხმაური არ გაუგიათ და მომხდარის შესახებ მაშინ შეიტყვეს, როდესაც ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიცია დახვდათ.
„გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე აკაკი მაისურაძემ.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.