ოზურგეთში „მაგთიკომის" სატელეფონო ანძის სადგური გაქურდეს
ოზურგეთში „მაგთიკომის" სატელეფონო ანძის სადგური გაქურდეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში შპს „მაგთიკომის” სატელეფონო ანძის საბაზისო სადგური გაქურდეს.

ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ აკუმულატორების ქურდობის ფაქტზე ცხელ კვალზე მხილებულია ერთი პირი.

,,აკუმულატორები ამოღებულია ნივთმტკიცებად. მხილებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.