კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში. ინფიცირებულები პედაგოგები არიან. ისინი შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაჰყავთ.
„სამწუხაროდ, კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა სოფელ ქვედა ბახვში. ინფიცირებულები იმ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან, რამდენიმე დღის წინ ბათუმში რომ გაიმართა. ახლა ვიწყებთ კონტაქტების მოძიებას. ყველა მათგანს ჩაუტარდება პისიარკვლევა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.