ოზურგეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევები დაბა ლაითურსა და ,,აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება.
,,კოვიდ-19“ დაუფიქსირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელსაც, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან და მას შემდეგ, ორ კვირაზე მეტია თვითიზოლაციაში იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ მერიის პრესსამსახურში.
ოზურგეთში ეპიდკვლევები და კონტაქტების დადგენა გრძელდება.