ოზურგეთში გაუჩინარებული გიორგი როყვა ნაპოვნია და პოლიციაში იმყოფება
ოზურგეთში გაუჩინარებული გიორგი როყვა ნაპოვნია და პოლიციაში იმყოფება

გუშინ, გაუჩინარებული გიორგი როყვა ნაპოვნია და ამჟამად პოლიციაში იმყოფება.

,,გიორგი როყვა სრულიად უვნებელია და ამჟამად სამართალდამცავების შეკითხვებს პასუხობს”,- აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, ოზურგეთში, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის წევრები, როყვას გაუჩინარებას ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მიერ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებდნენ და პასუხისმგებლობას მას აკისრებდნენ. ადრესატის შტაბში კი ამ ბრალდებას უსაფუძვლოს და აბსურდულს უწოდებდნენ.

გიორგი როყვას დაკარგვის  შესახებ ოჯახის წევრებს შსს-სთვის განცხადებით არ მოუმართავთ, თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს ამ საქმის შესწავლა დაიწყო.