ოზურგეთში გარემოს დაცვის ინსპექციის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს
ოზურგეთში რამდენიმე წუთის წინ გარემოს დაცვის ინსპექციის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, შენობიდან რამდენიმე ადამიანი ხელბორკილებით გამოიყვანეს. ისინი გურიის სამხარეო სამმართველოში არიან გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია „შკოდასა“ და „პრადოს“ ტიპის 20-მდე ავტომანქანა.
ჯერ არ კონკრეტდება, რომელმა სამართალდამცავმა უწყებამ დააკავა ოზურგეთის გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები.