ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს „გურია ექსპრესის“ თანამშრომლების 36-დღიანი გაფიცვა დასრულდა
ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს „გურია ექსპრესის“ თანამშრომლების გაფიცვა, რომელიც 36 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულდა. გაფიცული თანამშრომლების განცხადებით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად, თანამშრომელთა ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
„სავარაუდოდ, შაბათს გაგვიფორმებენ ახალ ხელშეკრულებებს. ორშაბათს მუშაობას შევუდგებით და კომპანიასთან ჩვენს ურთიერთობებს ახალი ფურცლიდან დავიწყებთ“, – განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლადო ურუშაძემ.
„გურია ექსპრესის“ თანამშრომლები შრომითი ანაზღაურების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.