ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე ავარიის შედეგად ფეხით მოსიარულე ქალი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი შუახნის ქალს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ქუჩაზე გადადიოდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.