ოზურგეთის სოფელ ნაღობილევში ადგილობრივები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გარკვეული დროის განმავლობაში შეფერხებული იყო.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თითქმის 40 წელია, წყალი არ მიეწოდებათ და მარაგს მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან. ისინი ხელისუფლებას გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. აქციას ხელისუფლების მხრიდან არავინ გამოხმაურებია.
სამართალდამცაველებმა გზა გახსნეს და ამ დროისათვის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია.