ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიასთან კონსტანტინე შარაშენიძის მომხრეები აქციას მართავენ
„არა გაყალბებას“, – ამ სლოგანით დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის მომხრეები ოზურგეთის 60-ე საოლქო კომისიასთან აქციას მართავენ.
კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ვითარების დაძაბვას და ისინი არ დაუშვებენ არჩევნების გაყალბებას.
შარაშენიძის მომხრეები აცხადებენ, რომ მათი კანდიდატის გამარჯვების გამოცხადებამდე დაშლას არ აპირებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.